როდესაც ჩვენს ვებსაიტზე შემოდიხართ, ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და თვალის დევნების მსგავს ტექნოლოგიებს (პიქსელები, ტეგები, ადგილობრივი საცავები და ა.შ.), რათა ჩვენი ვებსაიტის საუკეთესო შესაძლებლობები მოგაწოდოთ. ეს ტექნოლოგიები, რომლებსაც წინამდებარე შეტყობინებაში „ქუქი-ფაილებს“ ვუწოდებთ, შესაძლოა გეხებოდეთ თქვენ, თქვენს პრეფერენციებს ან თქვენს მოწყობილობას და მათ შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს. ასეთი ინფორმაცია, როგორც წესი, პირდაპირ თქვენს იდენტიფიცირებას არ ახდენს, მაგრამ Volvo Cars-ის უფრო პერსონალიზებული ონლაინ გამოცდილების მიღებაში დაგეხმარებათ, რაც ახდენს ქუქი-ფაილების კლასიფიკაციას, რამდენადაც ისინი, როგორც პერსონალური მონაცემები, მომხმარებლების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება და შესაბამისად მათზე მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება.
წინამდებარე საინფორმაციო შეტყობინება უნდა წაიკითხოთ ჩვენს მომხმარებლის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია, თუ როგორ ამუშავებს Volvo Cars (როგორც ქვემოთაა განსაზღვრული) თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენ მიერ ვებსაიტის volvocars.com მონახულებისას.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ:
Volvo Car Corporation არის შვედური იურიდიული პირი, სარეგისტრაციო ნომრით 556074-3089 და იურიდიული მისამართით: Assar Gabrielssons Väg, SE-405 31, Gothenburg, შვედეთი. Volvo Car Corporation და მისი ჯგუფის კომპანიები პასუხისმგებელნი არიან თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე („ჩვენ“, „Volvo“, „ჩვენს“, „ჩვენი“). ჩვენ ვართ გლობალური კომპანია და გთავაზობთ პროდუქტებსა და სერვისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა ბაზარზე მოქმედი სხვადასხვა ქვედანაყოფის შესახებ აქ შეგიძლიათ.
ჩვენ ვამუშავებთ „ქუქი-ფაილების“ მეშვეობით შეგროვებულ მონაცემებს, რათა ჩვენი ბრენდისგან საუკეთესო ონლაინ გამოცდილება მოგაწოდოთ, მოვახდინოთ თქვენი იდენტიფიცირება ჩვენს ვებსაიტზე დაბრუნებული სტუმრის სახით, გავაანალიზოთ ჩვენი ვებსაიტის მომხმარებლების ქცევები, გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია და ჩვენი ვებსაიტის სტრუქტურა და ასევე შევქმნათ თქვენი ინტერესების პროფილი, რათა შეგვეძლოს ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესაბამისი რეკლამები სხვა ვებსაიტებზეც გაჩვენოთ. როდესაც შესაძლებელია, ჩვენ ასევე ვაერთიანებთ მონაცემებს ინტერნეტში თქვენი ქცევის შესახებ იმ პერსონალურ მონაცემებთან, რომლებიც ადრე მოგვაწოდეთ.
ჩვენი სამართლებრივი საფუძველი, მოგაწოდოთ თქვენს მიერ ვებსაიტზე შესრულებული მოქმედებებით (მაგ. კალათა) მოთხოვნილი სერვისები და უზრუნველგყოთ უსაფრთხო და მოქმედი ვებსაიტით, წარმოადგენს ჩვენს კანონიერ ინტერესს მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის 6 (1) მუხ. „ვ“ პუნქტის შესაბამისად.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ თქვენ მიერ მოცემული თანხმობით მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის 6 (1) მუხ. „ა“ პუნქტის შესაბამისად ჩვენი ვებსაიტის მონახულებისას თქვენს მოწყობილობაზე ინფორმაციის წვდომისა და შენახვასთან და ამ მონაცემების შემდგომ დამუშავებასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ჩვენი მომხმარებლების ქცევა, მოვახდინოთ მომხმარებლებისთვის სერვისების პერსონალიზაცია, შევქმნათ პროფილი თქვენი ინტერესების გათვალისწინებით და გაჩვენოთ შესაბამისი რეკლამები. ამ თანხმობის მოცემა ჩვენს ვებსაიტზე გადასვლისას ქუქი-ფაილების ბანერის მეშვეობით მოგეთხოვებათ.
გთხოვთ, იხილოთ თითოეული ქუქი-ფაილის აღწერა მათი შენახვის კონკრეტული ვადების გასაგებად.
თქვენი ინფორმაციისთვის, ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილების ორ სხვადასხვა ტიპს: სეანსის ქუქი-ფაილებს, რომლებიც დროებითია და მათი ვადა იწურება ბრაუზერის დახურვის ან სეანსის დასრულების შემდეგ და მუდმივ ქუქი-ფაილებს, რომლებიც რჩება თქვენს მყარ დისკზე, სანამ თქვენ ან თქვენი ბრაუზერი არ წაშლით მათ ქუქი-ფაილის მოქმედების ვადაზე დაყრდნობით.
ანალიტიკური მიზნებისთვის, მონაცემები, რომლებიც არ არის აგრეგირებული ან ანონიმიზირებული დაუყოვნებლივ, დამუშავდება მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი საცავი გამოიყენება. ვინაიდან იქ განთავსებული მონაცემების შენახვის ვადა არ იწურება და ისინი ჩვენი ვებსაიტის გახსნისას ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება, ადგილობრივი მეხსიერების გასუფთავების ერთადერთი გზაა თქვენ მიერ ბრაუზერის საცავის ხელით გასუფთავება (ასევე ცნობილია, როგორც ქეშის გასუფთავება).
თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა ჩვენს აფილირებული პირებს და ბიზნეს-პარტნიორებს და მათ მიერ დამუშავდება ზემოაღნიშნული მიზნებისთვის და როგორც დადგენილია ქუქი-ფაილების აღწერილობაში. ჩვენ ასევე ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დამმუშავებლებს, კერძოდ IT-სერვისების პროვაიდერებს, რომლებსაც ხელშეკრულებით აქვთ შეზღუდული თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა ნებისმიერი მიზნით, გარდა იმისა, რომ მოგვაწოდონ სერვისები მონაცემთა დამუშავების შესახებ თითოეული შეთანხმების შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყანაში შეიძლება იქნას გადაცემული. ამ შემთხვევაში, გადაცემა ევროკომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული სახელშეკრულებო პუნქტების შესაბამისად შესრულდება. გამოყენებული სტანდარტული სახელშეკრულებო პუნქტების ზოგადი ტექსტი სხვადასხვა ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ევროკომისიის საიტის მთავარ გვერდზე.
ვინაიდან ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობის დაცვის უფლებას, შეგიძლიათ არ დაუშვათ ქუქი-ფაილები, რომლებიც ჩვენი ვებსაიტის მუშაობისთვის მკაცრად აუცილებელი არ არის. თუმცა, თქვენ მიერ ზოგიერთი კატეგორიის ქუქი-ფაილების დაბლოკვამ საიტისა და ჩვენ მიერ შემოთავაზებული სერვისების გამოყენებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. თუ გსურთ თქვენი ქუქი-ფაილების მართვა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი გვერდი „ქუქი-ფაილების პარამეტრები“.
გაითვალისწინეთ, რომ თუ აირჩევთ ქუქი-ფაილების გამორთვას, ჩვენი საიტების ზოგიერთმა განყოფილებამ შეიძლება გამართულად არ იმუშაოს. გარდა ამისა, შეგიძლიათ მართოთ ქუქი-ფაილები თქვენი ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით ან ამ ორი ბმულის გამოყენებით: Your AdChoices (Digital Advertising Alliance) ან Your Online Choices | EDAA . ამ შემთხვევაში, თქვენი არჩევანი აისახება იმაზე, თუ როგორ ისარგებლებთ ინტერნეტით და არა მხოლოდ საიტით: volvocars.com. Google Analytics-ის მიერ ყველა ვებსაიტზე თვალის დევნებაზე უარის სათქმელად, ეწვიეთ ვებგვერდს: http://tools.google.com/dlpage/gaoptout
ერთობლივი კონტროლის ქვეშ შესრულებული მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის დამუშავებასთან მიმართებაში, მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პირველად საკონტაქტო პირს კომპანია Meta წარმოადგენს.
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით თქვენი უფლებების და მათი გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი მომხმარებლის კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Volvo Car Corporation
საფოსტო მისამართი: Volvo Car Corporation, Assar Gabrielssons Väg, SE-405 31 Gothenburg, შვედეთი
ელფოსტის მისამართი: dataprotection@volvocars.com
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ შევცვალოთ კონფიდენციალურობის დაცვის სისტემა და ნებისმიერ დროს განვაახლოთ ან შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ. ამის გამო, გირჩევთ, რეგულარულად გადახედოთ წინამდებარე შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ. წინამდებარე შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ ძალაშია დოკუმენტის ზედა ნაწილში მითითებული თარიღიდან. ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ისინი შეგროვდა, თუ არ გვაქვს თქვენი თანხმობა მათ სხვაგვარად დამუშავებაზე.